მასალები

ქართული ენის კვირეული






    დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპებს გავიდა და მასთან დაკავშირებით სხვა საინტერესო ფაქტებსაც გავეცნოთ.
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად,ნიშნავს რომ ნებისმიერი არაქართველი ვალდებულია ეცადოს მის შესწავლას, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. ქართულ ენაზე ლაპარაკობს 4 მილიონამდე ადამიანი საქართველოს საზღვრებში. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ტეროტორიებზე გვხვდება ქართული ენის რამოდენიმე დიალექტი, რომლებსაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობას უნარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მცირე ერის სახელმწიფო ენაა, მისი ურთულესი ბგერების გაგება მთელი მსოფლიოს მასშგაბით შეიძლება.
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.
ქართული სამწიგნობრო ენის უძველესი კერები იყო: ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთ-ეგრისის, ლაზეთ-ჭანეთის, სვანეთ-თაკვერის, ქართლ-კახეთის, გურია-აჭარის, მთიულეთ-ხევის, თუშეთ-ფშავ-ხევსურეთის, ჰერეთის სასულიერო ცენტრები; ეკლესია-მონასტრებში ჩამოძერწილ ქართულ სამწიგნობრო ენას არსებითი ცვლილება დღემდე არ განუცდია - იგი დღესაც გასაგებია; ამჟამადაც საქართველოს ეკლესიებში, როგორც წესი, წირვა-ლოცვა აღეს-რულება საუკუნეების წინ შემუშავებული ენობრივი ნორმების დაც-ვით.                                                                                                                                             ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.-მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.
ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლსაბო ტფილელი”.
მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.










No comments:

Post a Comment

ბლოგის  მიზანია,  თავი მოვუყარო  ჩემი  პედაგოგიური  პრაქტიკის  ყველა საინტერსო დეტალს  და  გავუზიარო  როგორც კოლეგებს, ასევე ამ თემატიკით დ...