მასალები

თავისუფალი გაკვეთილი

თავისუფალი გაკვეთილის პროექტი გაგრძელდა ამ სასწავლო წელსაც და მოსწავლეები დიდი  ინტერესით შეუდგნენ საჭირო დავალებების დამუშავებას. მთავარია ის, რომ მათ აინტერესებთ თითოეული აქტივობის შესრულება.  ამ სასწავლო წელს ჩატარდა  ოთხი გაკვეთილი. 
 მესამე გაკვეთილი
     თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში ჩავატარე  მესამე გაკვეთილი. რომელზეც  მოსწავლეები გაეცნენ  გიორგი ლეონიძის მოთხრობებს.   წაიკითხეს ,,მარიტა’’ და  ,,სოფლის შარაზე’’.  მათ ძალიან მოეწონათ  წაკითხული მოთხრობები, ამიტომ გამოთქვეს სურვილი, რომ სახლში წაეკითხათ  რიგი მოთხრობები:  ,,ფუფალა’’,  ,,ჩორეხი’’, ,,ნატვრის ხე’’,   მოსწავლეებმა იციან, რომ  წაკითხული მოთხრობებიდან  (სხვა მწერალთა მოთხრობების ჩათვლით)  უნდა შეარჩიონ და დადგან სცენაზე   სპექტაკლი.
     წაკითხული მოთხრობუდან გამოყეს მთავარი პერსონაჟი და დაახასიათეს იგი. გამოყეს მისი  მახასიათებელი თვისებები, ისაუბრეს  იორამის  დადებით თვისებებზე, დაახასიათეს  იმდროინდელი  პერიოდი და მთავარი გმირის  დამოკიდებულება  გაბატონებული კლასის მიმართ. მოსწავლეები ხალისით საუბრობდნენ  და  ახასიათებდნენ  მთავარ გმირს.
მეოთხე  გაკვეთილი.
 მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცვნენ გ. ლეონიძის მოთხრობებს,   დავეხმარე მოსწავლეებს, რომ გამოეკვეთათ  ის პრობლემა, რომელიც  ყველა წაკითხულ მოთხრობაში თითქმის საერთოა. გარდა ამისა, გაეცვნენ ნოდარ დუმბაძის მოთხრობას ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’,  რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში.  გავახსენე ის მოთხრობები, რომლებიც მათ უკვე შესწავლილი ჰქონდათ. (,,ხაზარულა’’).  ყურადღება  გავამახვილე,  აგრეთვე,  მწერლის ბიოგრაფიულ ეპიზოდებზე და წერის თავისებურ სტილზე.  მოსწავლეებს შევთავაზე, რომ მოეფიქრებინათ  მომავალი შეხვედრისათვის, თუ რომელი მწერლის შემოქმედებიდან სურდათ სცენარის შექმნა და სპექტაკლის დადგმა სასკოლო სცენაზე. 
მეხუთე გაკვეთილი
    წინა შეხვედრაზე  ნ. დუმბაძის  შემოქმედებაზე ვისაუბრე მოსწავლეებთან და გავამახვილე ყურადღება  ერთ–ერთ  ნაწარმოებზე– ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’.’  მოკლე მიმოხილვის მეთოდით   შეცძლი, რომ მოსწავლეებში აღმეძრა ის დიდი ინტერესი, რომელმაც მოსწავლეებს გაუჩინა სურვილი, რომ  ენახათ ამ ნაწარმოების კინოეკრანიზაცია, რომლის ნახვაც დაიგეგმა შემდეგ შეხვედრაზე და გაიმართება აგრეთვე დისკუსია საკვანძო საკითხების შესახებ..  აღნიშნულ შეხვედრაზე  დაახასიათეს მოქმედი პირები (ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი)
    მოსწვლეები კიდევ უფრო დიდი ინტერესით ეკიდებიან თავისუფალი გაკვეთილის სამუშაოებს და დიდი მოლოდინებით ელოდებიან სპექტაკლის დღეს.
მეექვსე  გაკვეთილი
    წინა შეხვედრიდან გამომდინარე, ამ შეხვედრაზე ვუყურეთ ქართულ მხატვრულ ფილმს  ნ. დუმბაძის მოთხრობის ,,მე, ბებია, ილიკო და ი8ლარიონი''  ეკრანიზაცია. რომელიც ეკუთვნის  კინორეჟისორს  თენგიზ აბულაძეს.  მოსწავლეებმა წაკითხულის გაცოცხლება კიდევ უფრო ეფექტურად შეძლეს და ნათლად წარმოიდგინეს ის ეპოქა, დიდი სამამულო ომის პერიოდი და ის უსაზღვრო სიყვარული და თანადგომა, რომელიც  ამ პერსონაჟებისთვისაა დამახასიათებელი.  მათ წინა შეხვედრაზე გამოთქვეს ვარაუდები, თუ როგორი იქნებოდნენენ მოქმედი პირები და ფილმის ნახვის შემდეგ შეადარეს თავიანთი მოსაზრებები და ფილმში გადმოცემული პერსონაჟთა ხასიათები.  ამ საინტერესო შეხვედრამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში.


მერვე  გაკვეთილი

სამუშაო გეგმით გათვალისწინებული იყო  სცენარის შექმნა.  მოსწავლეები გაეცნენ  სცენარის  შექმნას,  განსხვავებას  ნაწარმოებსა და  სცენარს შორის.  მასწავლებელმა  აუხსნა,  რომ  სცენარის დაწერის დროს  უნდა გაითვალისწინონ  ის დეტალები, რომლებიც გასათვალისწინებელია, მაგ,  მითითებული უნდა იყოს  მოქმედი პირები, რომლებსაც  ეკუთვნით  სიტყვები.  უნდა იყოს  აღწერილი  ის გარემო, რომელშიც ხდება  მოქმედება.  მასწავლებელმა  შესთავაზა  მოთხრობის შინაარსი და სთხოვა, გადაეხედათ  მოთხრობისათვის და  მასწავლებელთან ერთად შეერჩიათ ის მონაკვეთები, რომლებსაც გამოიყენებდნენ  სპექტაკლის სცენარისთვის.


მეცხრე  გაკვეთილი

     იმის  შემდეგ, რაც  მოსწავლეები გაეცვნენ სცენარის დაწერას, მეცხრე გაკვეთილი  დაეთმო უკვე  სცენარის მონახაზის გადახედვას და  ჩასწორებას. მასწავლებელმა  მოსწავლეებთან ერთად  გადახედა  მოსწავლეების მიერ  შედგენილ  სცენარის მონახაზს და  მოსწავლეებთან ერთად ჩაასწორა  იგი და  გადახედეს  შინაარსსა  და სცენარის მონახაზს. შეეცადნენ, საბოლოო სახე მიეცათ სცენარისთვის. მოსწავლეებმა გამოთქვეს  ვარაუდები  როლებთან დაკავშირებით და თავიანთი წარმოდგენით დაახლოებით გაანაწილეს კიდეც.

მეათე  გაკვეთილი

    იმის შემდეგ, რაც  მოსწავლეებმა შეიმუშავეს  სცენარი, დადგა დრო როლების განაწილებისა.  მასწავლებელმა გამოყო როლები, რომლებიც იქნებოდა ამ სცენარში და მოსწავლეებმა თავიანთი სურვილის მიხედვით  გაინაწილეს ისინი.  საყურადღებოა, რომ  თითოეულმა მოსწავლემ სწორედ ის როლი აირჩია, რომელიც მეტ–ნაკლებად შეესაბამებოდა მის შესაძლებლობებს და უნარებს. მოსწავლეები გაეცვნენ შინარსოობრივად როლებს და გადაიკითხეს  სიტყვები, რომლებიც  მათ უნდა ისწავლონ. ისინი ელოდებიან  რეპეტიციებს დიდი ინტერესით.







მეთერთმეტე გაკვეთილი

წინა შეხვედრაზე მოსწავლეებმა უკვე გაინაწილეს როლები, მაგრამ  მისი გადახედვისა და გაცნობის შემდეგ  საჭირო გახდა, რომ რიგი როლები ხელმეორედ გადანაწილებულიყო.  ეს ხელახალი განაწილება მოსწავლეთა სურვილის მიხედვით მოხდა.  როცა ისინი გაეცვნენ როლის შინაარსს, ჩათვალეს, რომ  სხვა როლი უფრო საინტერესო იქნებოდა მათთვის, ამიტომ  როლი შეცვალეს.  მასწავლებელი ფიქრობს, რომ  ასე უფრო ნაყოფიერი








და შედეგიანი იქნება მუშაობა მოსწავლეებთან და სპექტაკლიც  საინტერესო და ხარისხიანი იქნება.

მეთორმეტე   გაკვეთილი

მას შემდეგ, რაც  მოსწავლეებმა  შესაძლებლობისა და სურვილის  მიხედვით  გადაინაწილეს  როლები საბოლოოდ,  დაიწყეს  მზადება  და რეპეტიციები  სპექტაკლის წარმოსადგენად.  მოსწავლეები მზადების  პროცესში  ინტერესით  ეკიდებოდნენ  როგორც  შინაარსობრივ, ისე  მსახიობურ  მხარეს.  მასწავლებლის მითითებით,  სწავლობდნენ  მიმიკა-ჟესტებისა და  მოძრაობების გამოყენებას  როლის უკეთ აღქმასა და წარმოდგენაში.  მოსწავლეები ცდილობდნენ, რომ  გაეთავისებინათ როლი და  ჩასწვდომოდნენ  თავიანთი გმირის სულიერ სამყაროს.

მეცამეტე გაკვეთილი
       მას შემდეგ, რაც  მოსწავლეებმა გადაინაწილეს როლები და საბოლოოდ  შეირჩნენ,  რომელი გმირიც უნდა გაეცოცხლებინათ,  დაიწყეს რეპეტიციები.  ერთი შეხედვით, თითქოს  ადვილი არ უნდა ყოფილიყო  სრულად გათავისება გმირის ხასიათისა, მაგრამ  მოსწავლეებმა დიდი ხალისით  შეასრულეს ეპიზოდური როლები. ამ ეტაპზე  ილიკოს, ილარიონისა, ზურიკელასი და ბებიას  სცენაზე  იმეცადინეს.  ისინი ეტაპობრივად  მეცადინეობდნენ  სცენარის  მონაკვეთებზე.  რეპეტიციები დაიწყო და გაგრძელდება რამდენიმე მეცადინეობა.
მეთოთხმეტე გაკვეთილი
       მოსწავლეები აგრძელებენ მეცადინეობას  სპექტაკლზე.  ისინი ამუშავებენ  და  ხვეწენ თითოეულ როლს,  სწავლობენ თითოეული გმირის ხასიათს და ცდილობენ რომ  მათი შესრულებული  როლები იყოს სახალისოც და საინტერესოც.   ამ შეხვედრაზე მათ ივარჯიშეს  სცენა სპექტაკლიდან  ექიმი  ზურიკელასთან და  განამტკიცეს  წინა შეხვედრაზე  შესრულებული  სცენა.
მეთხუთმეტე   გაკვეთილი
      თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში გრძელდება  რეპეტიციები   სპექტაკლისათვის.  მოსწავლეები  მუსაობის პროცესში იხვეწებიან და სწავლობენ  სამსახიობო ხელოვნებას,  რაც დაეხმარება მათ  იმაში, რომ  მათ მიერ წარმოდგენილი როლები იყოს  შთამბეჭდავი.  მოსწავლეები მიჰყვებიან  სცენარის მსვლელობას და ამ შეხვედრაზე  მოსინჯეს სცენა––გაკვეთილზე.   გამომდინარე იქიდან, რომ  მოთხრობა არის  იუმორით გაჟღენთილი,  მოსწავლეები  ხალისით  მეცადინეობენ და ეტყობატ, რომ  აინტერესბთ  სამსახიობო ხელოვნება.
მეთექსვმეტე გაკვეთილი
      რეპეტიციები გრძელდება და  მიიწევს დასასრულისაკენ, თუმცა მოსწავლეებს ჯერ კიდევ  აქვთ დასამუსავებელი  რიგი სცენები, განსამტკიცებელი აქვთ  ზოგიერთი  დეტალი,   გამოსაკვეთი აქვთ ზოგიერთი გმირის სახასიათო შტრიხი, ეს ხომ  მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული გმირის  სახე მაყურებლამდე მიიტანონ ისე, როგორც ეს საჭიროა
მეჩვიდმეტე  გაკვეთილი
      რეპეტიციები  უფრო და უფრო  ძლიერდება და მიდის იქითკენ, რომ   პატარა მსახიობებმა  თავიანთი  შესაძლებლობები აჩვენონ  მაყურებელს. ისინი ემზადებიან გენერალური რეპეტიციისთვის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ  წარსდგებიან  თანატოლების  წინაშე  თავიათი  გმირების სცენაზე გაცოცხლებით  და იმედოვნებენ, რომ დაიმსახურებენ  როგორც თანატოლების, ისე უფროსების  მოწონებას.
მეთვრამეტე  გაკვეთილი
    მოსწავლეებმა  ღონისძიების წინ გაიარეს გენერალური რეპეტიცია და  მოემზადნენ  სპექტაკლის ჩვენებისთვის.  ისინი წარსდგნენ  პედაგოგებისა და  მოსწავლეების  წინაშე და აჩვენეს  სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწობება დაიმსახურა. მოსწავლეები  მთელი პასუხისმგებლობით  ასრულებდნენ  თავიანთ როლებს და ამიტომაც იყო, რომ  მათი მსახიობური  თამაში  მოსაწონი იყო. გამოიკვეთა რამდენიმე როლი, რომლებმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სპეტაკლის შემდეგ ყველა კმაყოფილი დარჩა.
მეცხრამეტე  გაკვეთილი
    მას შემდეგ, რაც  მოსწავლეებმა  წარადგინეს  სპექტაკლი,  გეგმის მიხედვით, გადაწყვიტეს,  შეექმნათ ალბომი, რომელშიც მოთავსებული იყო თავიანთი  შთაბეჭდილებები და შეხედულებები  თავისუფალი გაკვეთილის შესახებ. აქ მოთავსდა  მათი მუშაობის ამსახველი ფოტოები. მათ ყოველთვის ემახსოვრებათ  თავისუფალი გაკვეთილის  დროს  სამუშაო პროცესი.
მეოცე   გაკვეთილი
     მეოცე გაკვეთილი ითვალისწინებდა მასალების ბლოგზე განთავსებას.  პირველ რიგში, შეიქმნა  ბლოგი, რომლის შექმნაშიც მოსწავლეებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს  და  ისწავლეს კიდეც როგორ ეკეთებინათ მათთვის ეს სასიამოვნო  საქმე.  ვფიქრობ,  ისინი ამ ცოდნას  სხვა საგნებშიც  გამოიყენებენ. მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ  ამ პროექტით.

No comments:

Post a Comment

ბლოგის  მიზანია,  თავი მოვუყარო  ჩემი  პედაგოგიური  პრაქტიკის  ყველა საინტერსო დეტალს  და  გავუზიარო  როგორც კოლეგებს, ასევე ამ თემატიკით დ...