ტექსტის რედაქტირება #1
ძველ ქალაქს, რომელსაც თურქების მიერ 16–ე საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 950
წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძარის კომპლექსისგან
მხოლოდ ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა მთის ნიადაგის გასამაგრებლად, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესიები, მათ შორის გოლგოთისაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
ახალი ქალაქი კი უბნებადაა გაყოფილი. თითეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. ექვს დღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბნის აშენება მოახდინა.
ტექსტის რედაქტირება #2
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა 1779 წელს გერმანიაში ქალაქ ბონში. მამამ ბავშვობიდანვე შენიშნა ვაჟის მუსიკალური ნიჭი და გადაწყვიტა რაც შეიძლება მალე ეჩვენებია მთელი ქვეყნისთვის მისი შვილი. მას უხასიათო ხასიათი ჰქონდა, მძინარე ბავშვს აღვიძებდა და აიძულებდა შვიდი რვა საათი ემეცადინა. რვა წლის ბეთჰოვენმა პირველი კონცერტი გამართა კიოლნში. მოცარტი 1787 წელს კომპოზიტორს შეხვდა, რომელმაც მისი მოსმენის შემდეგ სთქვა, რომ მასზე მალე მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა. მართლაც, ბეთჰოვენმა დიდი წარმატება მოიპოვა.
1796 წლიდან იგი დაყრუვდა, მაგრამ შინაგანი სმენით ჰქმნიდა გენიალურ სიმფონიებს, სონატებს, უვერტიურებს. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია გახლავთ თავისუფლების სიმღერა, მოწოდება მომავალი თაობებისადმი. ბოლო წლები კომპოზიტორი ვენისგან მოშორებით ცხოვრობდა და მეათე სიმფონიაზე მუშაობდა. ის მძიმეთ დაავადა და სამკურნალოდ გაემგზავრა ვენაში, სადაც რამოდენიმე თვის შემდეგ, 1827 წლის 27 მარტს ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო ბოლო სიმფონიის დამთავრება.
No comments:
Post a Comment